weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღვინის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა

15:37 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 38,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულიშია რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

  • ჩინეთი - 80% (4 462 631 ბოთლი);
  • რუსეთი - 86% (23 740 750 ბოთლი);
  • უკრაინა - 41% (3 653 334 ბოთლი);
  • პოლონეთი - 20% (1 427 458 ბოთლი);
  • ლატვია - 27% (830 852 ბოთლი);
  • ბელარუსი - 42% (814 022 ბოთლი);
  • აშშ - 89% (236 012 ბოთლი);
  • გერმანია - 34% (234 000 ბოთლი);
  • ისრაელი - 202% (127 334 ბოთლი);
  • საფრანგეთი - 450% (95 530 ბოთლი);
  • აზერბაიჯანი - 170% (102 342 ბოთლი).

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს „ქინძმარაული“ – 6 593 437 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 028 493, „წინანდალი“ – 1 468 126, „ახაშენი“ – 751 261, „ხვანჭკარა“ – 389 360, „ტვიში“ – 157 064 და „ნაფარეული“ – 111 612 ბოთლი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 212 243 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 102 402 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 143,15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55% შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]